|
2022-11-14 17:12:22, 1527 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდება
ევროპარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს რეზოლუციას, რომლითაც რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ იქნება აღიარებული,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. ევროპის სახალხო პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ბალიში G20 სამიტის წინა დღეს, ჯგუფმა გამოხატა უკმაყოფილება რუსეთის ყოფნის შესახებ G20-ის ლიდერების მოლაპარაკებებში. „ჩვენ უფლებას ვაძლევთ ტერორისტული სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს, თანაბარი პირობებით მონაწილეობდეს მსოფლიოს მომავლის შესახებ დისკუსიაში - ეს არის ის, თუ რას ნიშნავს ლავროვის დაჯდომის უფლება G20-ის დანარჩენ ლიდერებთან ერთად. ეს მიუღებელია. ჩვენ არასდროს არ უნდა ვილაპარაკოთ ტერორისტებთან. ევროპარლამენტი ღიაა ამ საკითხთან დაკავშირებით, მომავალ კვირას, პლენარულ სხდომაზე ჩვენ კენჭს ვუყრით რეზოლუციას რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ სახელმწიფოდ კლასიფიკაციისთვის“,- განაცხადა იუკნევიჩიენემ. მისივე თქმით,, ევროპარლამენტი ღიად გმობს რუსეთის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და უკანონო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ტერორისტულ რეჟიმად მოიხსენიება. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)