09:15 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 13:41:02, 1563 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა. 

ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ჩვენ წინ მივდივართ და მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის", - უთხრა ზელენსკიმ სამხედროებს, რომლებიც ქალაქის მთავარ მოედანზე ადმინისტრაციის შენობის რიგში იდგნენ. 

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ნატო-ს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ შეერთებული შტატებიდან მაღალი მობილურობის სარაკეტო საარტილერიო სისტემების (HIMARS) მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს კიევისთვის.

„ძალიან მიხარია, ხალხის რეაქციით ყველაფერი ჩანს, მათი რეაქცია არ არის დადგმული“, - განაცხადა მან მედიასთან კომენტარის გაკეთებისას. .

ცნობისთვის, 10 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს.

იქამდე, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. 

11 ნოემბერს დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განაცხადა, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდებოდა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქში შესვლას იწყებდნენ. 

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics