|
2022-11-14 11:54:43, 1894 ნახვა
მსოფლიო
რიში სუნაკი - პლანეტის ყველა ოჯახი გრძნობს პუტინის ომის გავლენას
პლანეტის ყველა ოჯახი გრძნობს პუტინის ომის გავლენას,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. Reuters-ის ცნობით, სუნაკი მოუწოდებს G20-ს მიიღოს კოორდინირებული ქმედებები საერთაშორისო ეკონომიკური არასტაბილურობისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცხოვრების მზარდი ხარჯების მოსაგვარებლად. „პლანეტის ყველა ოჯახი გრძნობს პუტინის ომის გავლენას“, - განაცხადა სუნაკმა. მისივე თქმით, ელექტროენერგიის გადასახადების მკვეთრი გაზრდა, ზიანს აყენებს გლობალურ ზრდას. „წელს მსოფლიო კიდევ ერთხელ მიმართავს G20-ს, რათა უზრუნველყოს საერთაშორისო ბაზრების სტაბილურობა“,- დასძინა სუნაკმა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ამ წელს დასავლურ ეკონომიკასა და რუსეთს შორის დაძაბულობამ შეცვალა G20-ის დღის წესრიგი. ფორუმი, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა გლობალური ეკონომიკური საკითხების განსახილველად, ახლა ხელი შეუშალა მინისტრებს ერთობლივი კომუნიკეების გამოცემაში. „პრემიერ-მინისტრი გამოიყენებს G20-ს, როგორც შესაძლებლობას დაგმოს პუტინის ბარბაროსობა და აიძულოს რუსეთი პირისპირ შეხედოს იმ გლობალური ტანჯვას, რომელიც თავად გამოიწვია ძალადობითა ამ უაზრო კამპანიით. სუნაკი მოუწოდებს G20-ის სხვა ლიდერებს, შესთავაზონ მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა ყველაზე დაუცველებს, გააძლიერონ ენერგოუსაფრთხოება და მიიღონ "სწრაფი ქმედება", რათა დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)