|
2022-11-14 10:14:54, 1860 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ხერსონში რუსების მიერ ჩადენილი 400-ზე მეტი ომის დანაშაული დაფიქსირდა
უკრაინელმა გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 400-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაული რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქით, ხერსონის ოლქში რუსეთის არმიამ იგივე სისასტიკე დატოვა, როგორც უკრაინის სხვა რეგიონებში, სადაც შესვლა შეძლო. „გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 400-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაული. იპოვეს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების და სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები“,- განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმითვე, "სტაბილურობა და კანონი" 226 დასახლებაში აღდგა, რაც 100 000-ზე მეტ ადამიანს შეეხო. „მადლობას ვუხდი ჩვენს მეთაურებს, დაზვერვას და ყველას, ვინც მონაწილეობს ჩვენი შემდეგი ნაბიჯების შემუშავებისთვის. ეს გათავისუფლების ნაბიჯებია. ხერსონის რაიონში 226 დასახლებაში წესრიგის სტაბილიზაცია და აღდგენა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის 100 000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები ამ დროისთვის. აღვადგენთ კომუნიკაციას, ინტერნეტს, ტელევიზიას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღდგეს ნორმალური ტექნიკური შესაძლებლობები ელექტროენერგიისა და წყალმომარაგებისთვის. ჩვენ დავაბრუნებთ ტრანსპორტსა და ფოსტას, სასწრაფო დახმარებასა და ნორმალურ მედიცინას. რა თქმა უნდა, ხელისუფლების, პოლიციისა და ზოგიერთი კერძო კომპანიის მუშაობის აღდგენა უკვე იწყება. მადლობას ვუხდი ბიზნესს, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ვინც მონაწილეობს ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაში. არ დაგავიწყდეთ, რომ მდგომარეობა ხერსონის რეგიონში კვლავ ძალიან საშიშია. პირველ რიგში, ეს არის ნაღმები. სამწუხაროდ, ნაღმების გაწმენდისას ჩვენი ერთი გამნაღმველი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიაზე მიტოვებული რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებულთა დაკავება და დივერსანტების განეიტრალება. მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ჩვენ უზრუნველვყოფთ მტრის მომარაგების ჯაჭვების, საბრძოლო მასალის საცავებისა და მტრის შტაბის განადგურებას. ოკუპანტების პოტენციალი ყოველდღე უნდა შევამციროთ - უქმე დღეების გარეშე! ეს გადაარჩენს ჩვენი ხალხის სიცოცხლეს“,- დასძინა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს უკრაინაში რუსი ოკუპანტების სარდალმა, სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ რუსული არმია ტოვებდა ხერსონს. 11 ნოემბერს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშ ბრუნდებოდა, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიოდნენ. ამასთან, 12 ნოემბერს, რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის რეგიონის ახალ „დედაქალაქად“ გენიჩესკი დაასახელა.
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)