|
2022-11-14 08:56:14, 1234 ნახვა
მსოფლიო
მედია - ისრაელმა სარაკეტო შეტევა განახორციელა სირიის დიდ ავიაბაზაზე, რომელსაც რუსები იყენებდნენ
ისრაელმა სარაკეტო შეტევა განახორციელა სირიის დიდ ავიაბაზა შაირატზე, რომელსაც ირანელი და რუსული სამხედროები იყენებდნენ. ამის შესახებ Reuters სირიულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. აეროდრომზე თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა, იუწყება სირიული საინფორმაციო სააგენტო SANA. სამხედრო წყაროები ირწმუნებიან, რომ თავდასხმის ავიაბაზა ცოტა ხნის წინ ირანელი სამხედროების მიერ იქნა გამოყენებული. სააგენტოს ერთ-ერთმა სამხედრო წყარომ თქვა, რომ თავდასხმების სამიზნე იყო ავიაბაზა ქალაქ ჰომსის სამხრეთ-აღმოსავლეთით. უსაფრთხოების ძალების წყაროები ასევე იუწყებიან, რომ რუსეთი, რომელიც ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას სირიაში, ათავსებს ჯარებს შაირათის საჰაერო ბაზასთან და იყენებს ამ ობიექტს. ადამიანის უფლებათა სირიის ცენტრმა (SOHR) წერს, რომ ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებიდან მიზანს ოთხი რაკეტა გაუშვეს. ცნობისთვის, მოსკოვი სამხედრო ფლოტისთვის იყენებს ტარტუსში მდებარე საზღვაო ძალების ბაზას, ხოლო საჰაერო ძალების ბაზისთვის ხმეიმის აეროდრომს ლატაკიის დასახლებასთან. გარდა ამისა, რუსეთი იყენებს შაირატის აეროდრომებს ჰომსის პროვინციაში, ტიასს პალმირაში და ასევე განლაგებულია ბაზა ელ-ქამიშლის აეროდრომზე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)