|
2022-11-13 20:45:00, 1461 ნახვა
მსოფლიო
რამდენიმე წელია თურქეთში დიდი ტერაქტები არ მომხდარა
რამდენიმე წელია თურქეთში დიდი ტერაქტები არ მომხდარა. ტერორისტების დიდი აქტიურობის პერიოდი იყო 2015-2017 წლებში, როდესაც ტერორისტული ორგანიზაციის ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერებმა განხორციელეს. ბოლოს ტერაქტი მოხდა 2016 წელს ისტიკლალის ქუჩაზე; ამ აფეთქებაში PKK ქურთისტანის მუშათა პარტია დაადანაშაულეს. სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მანამდე სტამბოლის ხელისუფლებამ ოთხი დაღუპული და 38 დაშავებულის შესახებ განაცხადა. აფეთქების ადგილიდან გადაღებულ კადრებში ჩანს ტროტუარზე მწოლიარე ხალხი. ისტიკლალის ქუჩა გადაკეტილია; თვითმხილველების თქმით, სტამბოლის ცენტრში ვერტმფრენები დაფრინავენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ინციდენტი ტერორისტულ თავდასხმას ჰგავდა, თუმცა, მისივე თქმით, დაზუსტებით თქმა ჯერ არასწორი იქნებოდა. პრეზიდენტის თქმით, წინასწარი მონაცემებით, დანაშაულში შესაძლოა ქალი იყოს ჩართული. Anadolu Agency იტყობინება, რომ პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და მარეგულირებელმა შემთხვევის ადგილიდან ტელემაუწყებლობა აკრძალა. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აფეთქების შემდეგ გადადო ბეშიქთაშსა და ანტალიასპორს შორის საფეხბურთო მატჩი, რომელიც 13 ნოემბერს საღამოს სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)