|
2022-11-13 19:17:49, 1620 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად მანამდე 6 ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა,
სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად მანამდე 6 ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა, - ამის შესახებ, სტამბულის გუბერნატორორმა ალი იერლიკაიამ განაცხადა. თურქული წითელი ნახევარმთვარის ტვიტერზე გაკეთებულ პოსტში ნათქვამია: „სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ სისხლი გადაეგზავნა ახლომდებარე საავადმყოფოებს. ამ დროისთვის სისხლის გადაუდებელი საჭიროება არ არის“. შემთხვევის ადგილზე პოლიციის ჯგუფები მივიდნენ და ქუჩაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. დაშავებულთა ნაწილი, რომლებსაც სამედიცინო ჯგუფებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქების შემდეგ პოლიციის გუნდებმა ისტიკლალის ქუჩის ევაკუაცია მოახდინეს, ხოლო ტაქსიმის მეჩეთი ასევე დაიკეტა. დაფიქსირდა, რომ ვერტმფრენი უსაფრთხოების მიზნით საჰაერო ინსპექტირებასაც აწარმოებდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)