|
2022-11-13 13:05:18, 1383 ნახვა
მსოფლიო
სომხეთი აზერბაიჯანს საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
12 ნოემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი კვლავ საზღვარზე ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. ერევანის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის პოზიციებს ცეცხლი სხვადასხვა კალიბრის იარაღით 18:00-ზე გაუხსნეს და სროლა 19:00-მდე გაგრძლედა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევა სომხეთის აღმოსავლეთ საზღვრებთან მოხდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხო ზომების მიღების შესახებ არ იტყობინება. ჯერჯერობით, საპასუხო განცხადებას არ ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. აქამდე, გასულ დღეებში მხარეებს შორის სასაზღვრო ცეცხლის გახსნა განახლდა. რუსეთში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეტაკებები 7 ნოემბერს განახლდა. მომდევნო დღეებში, 8-11 ნოემბერს მხარეები ერთმანეთს სისტემატურად ადანაშაულებდნენ სასაზღვრო სროლებში. გასულ დღეებში, 31 ოქტომბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის სოჭში შეხვედრა შედგა. მათ ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის გადაჭრაზე ისაუბრეს, თუმცა არანაირი შეთანხმება არ გაფორმებულა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)