|
2022-11-11 22:21:52, 2109 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ხერსონელები ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლოებს აშორებენ
ხერსონელები უკვე აშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლოებს და ოკუპანტების ხერსონში ყოფნის ნებისმიერ კვალს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მადლობას იმსახურებს აბსოლუტურად ყველა - რიგითებიდან გენერლებით დამთავრებული, შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, ეროვნული გვარდია - ყველა, ვინც დღევანდელი დღე დააახლოვა ხერსონის ოლქის გათავისუფლებას. "დღეს ისტორიული დღეა. ხერსონს ვიბრუნებთ. ამ დროისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის მისადგომებთან არიან. მაგრამ სპეცრაზმი უკვე ქალაქშია. ხერსონელები ელოდნენ. ისინი არასოდეს თმობდნენ უკრაინას. უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება - და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს საკუთარს. და მაშინაც კი, როცა ქალაქი ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გაწმენდილი მტრისგან, თავად ხერსონელები უკვე აშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლოებს და ოკუპანტების ხერსონში ყოფნის ნებისმიერ კვალს. ასე იყო ჩვენი დამცველების მიერ გათავისუფლებულ ყველა სხვა ქალაქში. ასე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან ჩვენს დაბრუნებას. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)