|
2022-11-11 17:36:08, 1683 ნახვა
მსოფლიო
კულებას განცხადებით, უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, ბლინკენს ხვალ შეხვდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ ხვალ, 12 ნოემბერს, კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება. როგორც კულება აცხადებს, შეხვედრა უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით გაიმართება. „ხვალ ძალიან აქტიური დღე მექნება - სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ცალკე შეხვედრა გაიმართება. განვიხილავთ უსაფრთხოების მდგომარეობას, უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდებასა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას", - აცხადებს კულება. ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას Avenger-ის საზენიტო იარაღს გადასცემს - ეს არის მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლებიც Stinger რაკეტებს ისვრის. რამდენი ასეთი ინსტალაცია გადაეცემა უკრაინას, ჯერ ცნობილი არ არის. გარდა ამისა, სალივანის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინას გაუგზავნის რაკეტებს Hawk-ის ინსტალაციისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)