|
2022-11-11 15:55:59, 1687 ნახვა
ომი უკრაინაში
„ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“ - კიევის ბაღებსა და სკოლებში რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ
კიევში რუსულ ენას სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებიდან ამოიღებენ. გადაწყვეტილება უკრაინის დედაქალაქის საკრებულომ მიიღო. ბაღებსა და სკოლებში რუსული ენის აკრძალვას 64 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კიევის საკრებულოს დეპუტატის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის ხელმძღვანელის, ვადიმ ვასილუჩკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ომის პირობებში ბაღებსა და საჯარო სკოლებში რუსული ენის შესწავლა არ არის მართებული. „რუსეთის ხელმძღვანელობას არა ერთხელ უთქვამს, რომ "რუსეთი აღწევს იქამდე, სადამდეც გავრცელებულია რუსული ენა". ამასთან დაკავშირებით, კიევის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობის ესკალაციისა და კიევის საგანმანათლებლო სივრცის დაცვის საშუალებას მისცემს აგრესორი სახელმწიფოს ჰიბრიდული გავლენებისგან. ენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ომის დროს - ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა ვასილჩუკმა. დეპუტატის თქმითვე, აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ქმედებების განხორციელებას, რომლის მიზანია ჯგუფებისა და კლასების რუსულიდან სახელმწიფო ენაზე გადასვლა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)