01:41 - 22 Oct, 2026
|
2022-11-11 13:43:18, 1561 ნახვა
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტს არც ვირტუალურ რეჟიმში დაესწრება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ინდონეზიაში ჩასვლა გადაიფიქრა, G20-ის სამიტს არც ვირტუალურ რეჟიმში დაესწრება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, რომელსაც რუსული მედია ციტირებს, პუტინის G20-ისა და APEC-ის სამიტებზე ონლაინ რეჟიმში დასწრება ან ვიდეომიმართვა არ იგეგმება, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება "პუტინის განრიგს და რუსეთში ყოფნის აუცილებლობას უკავშირდება". მიუხედავად იმისა, რომ პუტინი პირადად არ დაესწრება G20-ის ქვეყნების ლიდერების სამიტს, რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება უკრაინის მხარეს - ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტს, სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში შეუერთდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)