|
2022-11-10 16:41:33, 1365 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - რუსეთმა ომში 10-ჯერ მეტი ზარალი განიცადა, ვიდრე უკრაინამ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში პერსონალისა და არტილერიის უზარმაზარი დანაკარგი განიცადა. როგორც CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, მისი შეფასებით, "რუსეთმა 10-ჯერ მეტი ზარალი განიცადა, ვიდრე უკრაინამ". სახელმწიფოს მეთაურმა ინტერვიუს დროს თქვა, რომ ზუსტ ციფრებს ვერ ასახელებს, მაგრამ ორი ქვეყნის დანაკარგებს შორის „ძალიან დიდი განსხვავებაა“. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსული ჯარების შეტევების "გატეხვაში" პარტნიორების მიერ მიწოდებული არტილერია დაეხმარა. "როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ არტილერიას ან ჯავშანტექნიკას, ეს არ არის მხოლოდ იარაღი, ეს არის პირველ რიგში, ჩვენი სამხედროების დაცვის საშუალება. ჩვენ შევაჩერეთ ისინი, მოვახდინეთ ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დეოკუპაცია. ამაში ნამდვილად დაგვეხმარა არტილერია და ახალი ტექნოლოგიები", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)