|
2022-11-10 16:07:55, 1265 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვა ხერსონიდან ჯარების უკან დახევას ადასტურებს და „მანევრს“ უწოდებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსულმა ჯარებმა ხერსონის ოლქიდან უკან დახევა დაიწყეს და აღნიშნულს "მანევრი" უწოდა. როგორც დეპარტამენტის სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რუსული ჯარი "გეგმის მკაცრად დაცვით" მოქმედებს. „რუსული ჯარების ნაწილები მანევრირებას ახდენენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მომზადებულ პოზიციებზე, დამტკიცებული გეგმის მკაცრად დაცვით“, - განაცხადა იგორ კონაშენკოვმა. ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს. ბრიტანეთის დაზვერვამ დღევანდელ მიმოხილვაში დაწერა, რომ რუსულმა ჯარებმა ხერსონის ოლქიდან უკან დახევის დროს, რამდენიმე ხიდი გაანადგურეს და უკრაინული ჯარების წინსვლის შეფერხების მიზნით, სავარაუდოდ, ტერიტორია დანაღმეს. აღსანიშნავია, რომ ვიდრე რუსული მხარე ხერსონიდან ჯარის გაყვანის შესახებ გამოაცხადებდა, მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში ოკუპანტებმა 5 ხიდი ააფეთქეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)