|
2022-11-10 16:02:08, 1090 ნახვა
მსოფლიო
ზალუჟნი - უკრაინამ ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან უკვე 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 9 ნოემბერს ორი მიმართულებით 7 კილომეტრით დაწინაურდნენ და 12 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში უკრაინამ შეძლო კონტროლის აღდგენა 41 დასახლებაზე. „მტრის ყოველი ეგრეთ წოდებული „კეთილგანწყობის“ მიღმა ჩვენი ჯარების კოლოსალური ძალისხმევა დგას. ისევე როგორც მტერმა უკან დაიხია კიევიდან და ხარკოვის რეგიონიდან, დატოვა ზმეინის კუნძული, ხერსონიდან გასვლაც ჩვენი აქტიური მოქმედებების შედეგია“,- განაცხადა ზალუჟნიმ . ზალუჟნის თქმითვე, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოჯისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს მტრის სამეთაურო-კონტროლის სისტემა, ამიტომ რუსებს გაქცევის გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ. გარდა ამისა, მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ინფორმაციას ხერსონიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ ვერც დადასტურებს და ვერც უარყოფს. “ახლა ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ ან უარყოთ ხერსონიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ჩვენი გეგმის შესაბამისად“,- დასძინა ზალუჟნიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ გამოაცხადა, რომ ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ჯარები გაიყვანა. იმავდროულად, უკრაინაში რუსეთის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებენ და მოუწოდებენ არ დაუჯერონ მტერს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)