|
2022-11-10 12:15:56, 1266 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება პოზიტიური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია
ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება პოზიტიური ნაბიჯია,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი კვლავაც იქნება შუამავალი მეომარ მხარეებს შორის და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებული იქნება. „რუსეთის გადაწყვეტილება ხერსონთან დაკავშირებით არის პოზიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არ ვიცი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას G20-ში რუსეთი, თუ იქნება მონაწილეობა, ჩვენ გვექნება იქ შეხვედრის შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ჩავარატებთ სატელეფონო საუბარს რუსეთის ფედერაციასთან. იმედი გვაქვს, შუამავლობაში წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ გამოაცხადა, რომ ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ჯარები გაიყვანა. იმავდროულად, უკრაინაში რუსეთის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებენ და მოუწოდებენ არ დაუჯერონ მტერს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)