|
2022-11-10 09:26:32, 1062 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ხერსონში მიღებული გადაწყვეტილება იმის მტკიცებულებაა, რომ რუსეთის ჯარს დიდი პრობლემები აქვს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანა მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ მან კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში არსებულ პრობლემებზე. „პირველ რიგში, ჩემთვის საინტერესოა ის, რომ ისინი ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას - და ჩვენ დიდი ხანი ვიცოდით, რომ მიიღებდნენ მას - არჩევნების დასრულებამდე. ეს გადაწყვეტილება არის მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ჯარს დიდი პრობლემები აქვს“,- ამბობს ბაიდენი. ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხერსონში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ჯგუფია და უბრძოლველად უკან დახევის ნიშნები არ არის . ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს, რადგან მტერი უბრძოლველად არ აპირებს პოზიციების დათმობას.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)