01:41 - 22 Oct, 2026
|
2022-11-09 15:48:57, 1389 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი - რუსეთმა უკრაინაში ტანკების ნახევარი, სავარაუდოდ, უკვე დაკარგა
უკრაინაში რუსეთმა, სავარაუდოდ, დაკარგა თავისი ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გამოიყენა ზუსტი მართვადი იარაღის უმეტესობა, - ამის შესახებ პენტაგონის თავდაცვის მდივანმა პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალმა განაცხადა. როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიისა და ეროვნული უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტებს უთხრა, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა განიცადა იმაზე მეტი მსხვერპლი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში. „პუტინმა მარცხი განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე ეს იყო", - ამბობს კოლინ კალი. მისივე თქმით, უკრაინის წინსვლისთვის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)