|
2022-11-09 13:37:28, 1470 ნახვა
მსოფლიო
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ,- აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. პრაისის თქმით, მხარეებმა შეძლეს შეთანხმება, რომ გააგრძელონ შეხვედრები და მომდევნო კვირებში ჩაერთონ პირდაპირ დიალოგში. „შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და მოაწყონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ისინი მადლიერებას გამოხატავენ მდივანი ბლინკენის, ამერიკული მხარის მიმართ გუშინდელი დისკუსიების ორგანიზებისთვის. გუშინდელი დღე დადებითი იყო იმით, რომ მხარეები შეხვდნენ. მათ გამოავლინეს უთანხმოების მრავალი სფერო. დღის ბოლოს მათ შეძლეს ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმება. მათ შეძლეს შეთანხმება, რომ გააგრძელონ შეხვედრები და ჩაერთონ პირდაპირ დიალოგსა და დიპლომატიაში მომდევნო კვირებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა. ცნობისთვის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვაშინგტონში, 7 ნოემბერს შეხვდნენ ერთმანეთს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)