|
2022-11-09 12:02:53, 1680 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ირანში ჩავიდა
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ირანში ჩავიდა. ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, პატრუშევმა, სავარაუდოდ, ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა უნდა განიხილოს. „თეირანში ნ. პატრუშეშვი გამართავს დაგეგმილ რუსულ-ირანულ კონსულტაციებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოსა და რიგი სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით”,- ნათქვამია რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში. გარდა ამისა, თავდაპირველად, 8 ნოემბერს, ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პატრუშევი თეირანში ჩავიდა და, სავარაუდოდ, ის ირანელი კოლეგის, ალი შამხანის მიერ იყო მიწვეული. შეგახსენებთ, რომ დასავლური დაზვერვის ინფორმაციით, ირანი რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებისთვის დრონებს აწვდის. თეირანი თავდაპირველად უარყოფდა მოსკოვისთვის ამ შეიარაღების გადაცემას, თუმცა შემდეგ აღიარეს. ამასთან, თეირანის მტკიცებით, მათ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები ომის დაწყებამდე გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)