|
2022-11-09 11:04:31, 1386 ნახვა
მსოფლიო
პენსილვანიის შტატში „დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს - აშშ-ის შუალედური არჩევნების ბოლო მონაცემები
აშშ-ში შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მჭიდრო რბოლაში არიან კონგრესზე კონტროლის მოსაპოვებლად. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით:
ჯერჯერობით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 192 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 166 ადგილი მოიპოვეს. 435-ადგილიან პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, „რესპუბლიკელებს“ ჯერჯერობით 47 ადგილი აქვთ, „დემოკრატებს“ კი - 48. არჩევნებში მონაწილეობა 46 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.ოფიციალური პირების შეფასებით, ბიულეტენების საბოლოო რაოდენობამ, შესაძლოა, 2018 წლის შუალედურ არჩევნებში დაფიქსირებულ რეკორდს გადააჭარბოს. „რესპუბლიკელები“ ბაიდენის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ ფასების ზრდაში, რაც ამჟამად, ამერიკელების მთავარი პრობლემაა. „რესპუბლიკელთა“ გამარჯვება პალატასა და სენატში პარტიას საშუალებას მისცემს, დაბლოკონ პრეზიდენტის დღის წესრიგის დიდი ნაწილი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით სენატმა ასევე შეიძლება დაბლოკოს ბაიდენის კანდიდატურები სასამართლო ან ადმინისტრაციულ პოსტებზე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)