|
2022-11-09 08:47:58, 1280 ნახვა
მსოფლიო
ირანმა, შესაძლოა, საპროტესტო აქციებში მონაწილე ხალხი სიკვდილით დასაჯოს
ირანმა, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯოს ხალხი, რომელიც საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას. დეპუტატების თქმით, ეს გაფრთხილება უნდა იყოს მათთვის, ვინც რეჟიმის სტაბილურობას ემუქრება. „ჩვენ, ხალხის დეპუტატები, მოვუწოდებთ სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის სასამართლოს, არ შეიწყალონ ისინი, ვინც ომი გამოგვიცხადა და ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებივით იქცევა, ართმევს ადამიანებს სიცოცხლეს და ქონებას”,- ნათქვამია დოკუმენტში. ახალი რეზოლუციის ამოქმედების შემთხვევაში, 14 ათასზე მეტ ადამიანს, სიკვდილი ემუქრება. ცნობისთვის, ირანში თვეზე მეტია, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა, გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში. პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)