|
2022-11-07 14:21:02, 1960 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ ორგანიზებით კახეთში ბიზნესფორუმი გაიმართა
კახეთში, სასტუმრო ლოპოტაში, „თიბისიმ“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელებისათვის ფორუმი გამართა, სადაც ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა „თიბისისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეხუთე ფორუმია, რომელიც „თიბისი“ ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა. „წლევანდელი რეგიონული ფორუმების სერია, რომელსაც „თიბისი“ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს, კახეთის, რიგით მე-5 ბიზნეს ფორუმით დაიხურა. წელს, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, კახეთში მეტი აქცენტი ექსპორტსა და ტურიზმზე გაკეთდა. ფორუმში 200-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა,“ - ანკა თოთიბაძე, „თიბისის“ ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტი. ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, სასტუმროს მენეჯმენტზე, ბრენდისა და მარკეტინგის აქტუალურ საკითხებზე. „ვისაუბრეთ ამ რეგიონისთვის ძალიან აქტუალური თემაზე - სასტუმროს მენეჯმენტზე და ოპერაციებზე. როგორ უნდა გავხსნათ და გავმართოთ სასტუმრო, რომ სწორად დაიწყოს ფუნქციონირება. ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს რეგიონს და ასეთი ტიპის ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესისთვის,“- ქეთი ალიმბარაშვილი, ბიზნეს კონსულტანტი, ტრენერი ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით. „თიბისის“ რეგიონული ფორუმების სერია წარმატებით გაგრძელდა კახეთში. ჩვენ ვისაუბრეთ ფინანსებზე სხვადასხვა მიმართულებით აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე,“ - შალვა ახრახაძე, საკონსულტაციო კომპანიის „ფინანსური ლაბორატორია“ მმართველი პარტნიორი. „მე ვისაუბრე სასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და იმ შესაძლებლობებზე, რაც აგრარულ სექტორს განვითარებადი ბაზრების მიმართულებით აქვს. მსგავსი ფორუმები, პირველ რიგში, არის კომუნიკაციის კარგი საშუალება კერძო სექტორსა და სხვა დამხმარე სექტორებისათვის, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია,“ - გიორგი გუდაბანიძე, ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორი. ფორუმის ერთ-ერთი მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაა. „ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ვეცნობით ბიზნესის სხვადასხვა ასპექტებს და გამოცდილებას, რომელიც შეიძლება შემდეგში ჩვენს საქმიანობაში გამოვიყენოთ,“ - ალექსი ბარათაშვილი, სასტუმრო კომპლექს „ზუზუმბოს“ გენერალური მენეჯერი. „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, განსაკუთრებით ჩემთვის საინტერესო თემაზე, რაც კომპანიის ბრენდირებას შეეხება. ამ თემაზე ბევრი საინტერესო პასუხი მივიღე,“ - სანდრო მილორავა, მარანი „მილორაულის“ დამფუძნებელი. წელს „თიბისიმ“ რეგიონული ფორუმების სერიით საქართველოს შემდეგი რეგიონები დაფარა: შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა და კახეთი. რეგიონული ფორუმები 2023 წელსაც გაგრძელდება.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



