|
2022-11-07 14:06:01, 1149 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - რუსი სამხედროები და ФСБ-ს ოფიცრები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ - ძარცვავენ სახლებს
რუსი სამხედროები და ФСБ-ს ოფიცრები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ - ძარცვავენ სახლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, მათი ძარცვა, ვის "დასაცავადაც" ისინი მოვიდნენ - საუკეთესო "რუსული სამყაროს" ილუსტრაციაა“. „სანამ ხერსონის მცხოვრებლებს იძულებით ასახლებენ თავიანთი სახლებიდან, საუბრობენ "ევაკუაციაზე", რუსი სამხედროები და ФСБ-ს ოფიცრები აკეთებენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ - ძარცვავენ სახლებს. მათი ძარცვა, ვის "დასაცავადაც" მოვიდნენ - საუკეთესო "რუსული სამყაროს" ილუსტრაციაა“, - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)