|
2022-11-06 18:41:00, 1691 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - რუსეთი უკრაინაში „ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას ცდილობს
რუსეთის ფედერაცია „ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას ცდილობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა გამოწვევებს ეფექტურად უმკლავდება და პრობლემის მოსაგვარებლად, პარტნიორებთან ერთად მუშაობას აგრძელებს. "მოდი, ვიყოთ გულწრფელები: რუსეთის ფედერაცია ცდილობს „ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას, მაგრამ კიევი და უკრაინა ფეხზე იდგება. მარტივი დაცვის გეგმა: საჰაერო თავდაცვა, ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა, მოხმარების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება ამ გამოწვევებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ პრობლემის მოგვარებაზე", - აცხადებს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო დედაქალაქში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრულ შეწყვეტას არ გამორიცხავს. როგორც The New York Times წერს, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ მოსახლეობის სრული ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო. ევაკუაციის შემთხვევაში, უკრაინის დედაქალაქის დატოვება 3 მლნ მცხოვრებს მოუწევს. ენერგიის დაზოგვის მიზნით კიევში 6 ნოემბრიდან საათობრივი გათიშვაა დაწესებული.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)