|
2022-11-06 16:33:01, 1675 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის შუალედური არჩევნები: სამი პრეზიდენტი პენსილვანიაში
სამი პრეზიდენტის ბრძოლა პენსილვანიაში შუალედური არჩევნების წინა დღეს: ბარაკ ობამა და მისი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯო ბაიდენი ჩავიდნენ ფილადელფიაში, რათა მხარი დაუჭირონ სენატში თავიანთ კანდიდატებს. შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია საარჩევნო უბნებზე მოსვლა, რადგან საქმე ეხება არა იმდენად ეკონომიკას, რამდენადაც საზოგადოების ღირებულებებს. "ფუნდამენტური უფლებების დაცვა საფრთხეშია. სიმართლე და ფაქტები, ლოგიკა და მიზეზი, ელემენტარული წესიერება - ეს ყველაფერი ბიულეტენშია. ამ კენჭისყრაზეა დამოკიდებული დემოკრატიის მომავალი. ფსონები მაღალია." - განაცხადა ბარაკ ობამამ შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტმა. ვაშინგტონ პოსტის გამოკითხვის თანახმად, მომავალ არჩევნებში ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი თემებია ეკონომიკა, აბორტის უფლებები, ინფლაციასთან ბრძოლა და დემოკრატიის საფრთხეები. მათ ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ გლობალური დათბობა და იმიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. 35 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე მისცა ხმა ადრეულ ეტაპზე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)