|
2022-11-06 14:32:46, 1692 ნახვა
მსოფლიო
The New York Times - ხელისუფლება ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში კიევის მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს
ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ მოსახლეობის სრული ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. ევაკუაციის შემთხვევაში, უკრაინის დედაქალაქის დატოვება 3 მლნ მცხოვრებს მოუწევს. BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს, რომ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრულ შეწყვეტას, მოსახლეობას მოუწოდებს, გააკეთონ საჭირო მარაგი, ან ქალაქის დროებით დატოვების შესაძლებლობა გამონახონ. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები: ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი იყოს სითბოს გარეშე, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების გარეშე და საერთოდ, რომ ყველა დავიხოცოთ", - აცხადებს კლიჩკო. მერი არწმუნებს მოსახლეობას, რომ ხელისუფლება სხვადასხვა სცენარის მომზადებას ცდილობს. ცნობისთვის, ენერგიის დაზოგვის მიზნით კიევში 6 ნოემბრიდან საათობრივი გათიშვაა დაწესებული.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)