|
2022-11-06 12:39:02, 1956 ნახვა
ომი უკრაინაში
The Washington Post: თეთრი სახლი სთხოვს უკრაინის ხელისუფლებას, საჯაროდ გამოავლინონ მზადყოფნა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის
აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინის ხელისუფლებას სთხოვს, საჯაროდ გამოავლინონ მზადყოფნა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, წერს The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით. შეერთებული შტატები ასევე სთხოვს უკრაინას, უარი თქვას საჯარო პოზიციაზე, რომ რუსეთის ფედერაციასთან საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებას დატოვებს. მოთხოვნის მიზანი, თითქოსდა, არ არის აიძულოს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, არამედ უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომელთა მოქალაქეები შესაძლოა შეშფოთებულნი იყვნენ ომის გაგრძელების მხარდაჭერის პერსპექტივით მრავალი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები იზიარებენ უკრაინელი კოლეგების შეფასებას, რომ პუტინი არ არის სერიოზულად განწყობილი მოლაპარაკებების მიმართ, ისინი აღიარებენ, რომ ვლადიმერ ზელენსკის მასთან მოლაპარაკებების აკრძალვამ გამოიწვია არეულობა ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ნაწილებში, სადაც ომის დამანგრეველი გავლენა იქონია ხელმისაწვდომობაზე და ყველაზე მწვავედ იგრძნობა საკვებისა და საწვავის ღირებულება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოქტომბრის დასაწყისში ხელი მოაწერა განკარგულებას „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შეუძლებლობის შესახებ“, მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოფიციალურად მოახდინა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია. ზელენსკიმ ადრე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის ასეთი ნაბიჯი მოლაპარაკებებიდან კიევის გამოსვლას გამოიწვევს. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება, მათ შორის ვლადიმერ პუტინი, რეგულარულად აცხადებენ მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, რომლებზეც, თუმცა, ანექსირებული მიწების ბედი არ უნდა განიხილებოდეს. მედუზას წყაროების თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას სურს მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას და გამოიყენოს სიმშვიდე 2023 წლის თებერვალ-მარტში ახალი შეტევისთვის მოსამზადებლად.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)