|
2022-11-06 11:46:54, 1629 ნახვა
მსოფლიო
IAEA - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ელექტროსისტემას ისევ დაუკავშირდა. აღნიშნულ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ავრცელებს. IAEA-ს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, აუცილებელია, ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების დაცვის ზონა შეიქმნას. "ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე გადამცემი ორივე - 750 კვ და 330 კვ სარეზერვო ხაზები, რომლებიც ქსელიდან ელექტროენერგიის მისაწოდებლად გამოიყენება, გარემონტდა და პარასკევს, შუადღისას ხელახალი ჩართვა დაიწყო. დაახლოებით, 22:00 საათზე, ზაპოროჟიეს ექვსივე ბლოკზე 750 კვ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მამაცი პერსონალი ახერხებს ექვსი აგრეგატის უსაფრთხოდ მუშაობის შენარჩუნებას, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ბირთვული უსაფრთხოების დაცვის ზონა ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ არ შეგვიძლია მეტი დროის დაკარგვა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, სანამ გვიან არ არის", - ამბობს IAEA-ს დირექტორი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)