|
2022-11-04 12:01:41, 1685 ნახვა
მსოფლიო
ეროვნული პოლიცია - დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას ყველა მცხოვრები ევაკუირებულია
დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკადან, რომელსაც რუსი ოკუპანტები ყოველდღე ბომბავენ, ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, ევაკუაცია "თეთრი ანგელოზის" დანაყოფის წყალობით განხორციელდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მეზობელ კრასნოგოროვკაში, რომელიც ასევე ყოველდღიურად იბომბება, 800 ადგილობრივი კვლავ რჩება. "კრასნოგოროვკაში ერთ-ერთი რეისის დროს, სამართალდამცავებმა მძიმედ დაავადებული ქალის ევაკუაცია განახორციელეს. ასევე მოვახერხეთ დაჭრილი მამაკაცის და ხანდაზმული მკვიდრის გამოყვანა, რომლებმაც გადაწყვიტეს უსაფრთხო რეგიონში გამგზავრება", - ამბობენ უკრაინის ეროვნულ პოლიციაში. ვიცე-პრემიერის, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, მინისტრის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დეოკუპირებული ტერიტორიებიდან უკვე 22 000 უკრაინელია ევაკუირებული.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)