|
2022-11-04 11:20:45, 2431 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ ინვესტორთა დღე 2022 უზბეკეთში გაიმართება
„თიბისი“ ჯგუფი მორიგ ინვესტორთა დღეს 4 ნოემბერს უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გამართავს. ღონისძიება გაიმართება უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. „თიბისის“ ინვესტორთა დღე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ანალიტიკოსებისა და ინვესტორებისთვის ტარდება. ამ დღეს, „თიბისის“ მენეჯმენტი საზოგადოებას კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტების მიმოხილვას და ფინანსურ-საოპერაციო მუშაობის პრეზენტაციებს წარუდგენს. ღონისძიებაზე „თიბისის“ მენეჯმენტი ისაუბრებს ისეთ თემებზე როგორებიცაა, „თიბისის“ საქმიანობა და სტრატეგიული პრიორიტეტები, საქართველოსა და უზბეკეთის ფინანსური და მაკროეკონომიკური მიმოხილვა, კომპანიის ტექნოლოგიური და ციფრული განვითარება, ციფრული ეკოსისტემა, „თიბისის“ საერთაშორისო გაფართოება უზბეკეთში და „თიბისის“ საცალო/MSME/კორპორატიული/საინვესტიციო ბანკინგის მიმართულება. საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვას კი სპეციალური სტუმარი- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გააკეთებს. „მოხარული ვარ, რომ „თიბისის“ ინვესტორთა დღე უზბეკეთში ქალაქ სამარყანდში, უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „თიბისისთვის“ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს უზბეკეთში გაფართოვებას და ციფრული საბანკო სერვისების განვითარებას. ეს პროცესი ჩვენ სამი წლის წინ დავიწყეთ და ვფიქრობ, უკვე გვაქვს შთამბეჭდავი შედეგები. დღევანდელ ღონისძიებაზე „თიბისის“ მენეჯმენტის წევრები წარადგენენ ჩვენს შედეგებს რამდენიმე მიმართულებით და მომავლის სტრატეგიას და ხედვებს. მოგეხსენებათ, წელს „თიბისი“ ბანკს 30 წელი შეუსრულდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღია, იმისათვის რომ განვლილი გზა შეაფასო და სამომავლო სტრატეგიები დაისახო. ჩვენ, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ვაპირებთ, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გზით კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ჩვენს მისიას - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება, “ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორი. 2019 წელს „თიბისიმ“ ბანკის ჯგუფმა უზბეკეთში წამყვანი ფინტექ კომპანია Payme შეიძინა და ბაზარზე ოპერირება დაიწყო, შედეგად კი უზბეკეთში პირველი ციფრული ბანკი გაუშვა. TBC UZ მობილური აპლიკაცია მომხმარებლებს საცალო საბანკო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ინოვაციურ ფინტექ პლატფორმა Space-ზეა დაფუძნებული. 3 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა და 2 მილიონზე მეტი რეგისტრირებული საცალო მომხმარებელი - ეს ის შედეგია, რომელიც TBC UZ-მა ორი წლის განმავლობაში მიაღწია. Payme-ზე რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობამ კი 7 მილიონს გადააჭარბა. უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმი 2022 გუშინ გაიხსნა. ფორუმზე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელზე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. განხილვაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, უზბეკეთის სამთავრობო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა „თიბისის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე. „თიბისის“ ინვესტორთა დღის ტრანსლირება „თიბისი ბანკის“ ჯგუფის ვებგვერდზე www.tbcbankgroup.com განხორციელდება. პრეზენტაციების ნახვა კი ინვესტორებთან ურთიერთობის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



