|
2022-11-04 10:02:01, 1598 ნახვა
მსოფლიო
ზალუჟნი - მტერმა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე სამჯერ გააძლიერა
მტერმა სამჯერ გააძლიერა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ ევროპაში ნატო-ს ძალების მეთაურთან, კრისტოფერ კავოლისთან სატალეფონო საუბრის დროს განაცხადა. როგორც ზალუჟნი Telegram-ზე წერს, კავოლის მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ფრონტზე ყოველდღიურად 80-მდე თავდასხმა ხორციელდება. "ფრონტზე არსებული ვითარება დაძაბულია, მაგრამ კონტროლირებადი. ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის წყალობით, ჩვენ ვიცავთ თავს", - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური. ზალუჟნი ყურადღებას რუსეთის მხრიდან დრონების გამოყენებასა და სარაკეტო თავდასხმების შედეგად შექმნილ პრობლემებზეც ამახვილებს. "ჩვენს პარტნიორებს ესმით უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო და საზენიტო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობა და ამისთვის მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ", - ამბობს ზალუჟნი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)