|
2022-11-03 16:59:40, 1435 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - რუსეთის სასტიკი ომი გვიბიძგებს, ერთად დავდგეთ და ევროპის თავისუფლება დავიცვათ
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი და აგრესიული ომი გვიბიძგებს, ერთად დავდგეთ და ევროპის თავისუფლება საიმედოდ დავიცვათ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცმა ბერლინში, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დრო მოვიდა, ევროპამ რეგიონული კონფლიქტები გადალახოს. "ახლა დროა, გადავლახოთ რეგიონული კონფლიქტები, რომლებიც დიდი ხანია გრძელდება. კონფლიქტებმა გაგყოთ თქვენ და შეაფერხა თქვენი ქვეყნების სვლა ევროპულ გზაზე", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შოლცის თქმით, ბალკანეთის ქვეყნების - ალბანეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროსა და სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ”დასავლეთ ბალკანეთის 6 სახელმწიფო მიეკუთვნება ევროპის თავისუფალ და დემოკრატიულ ნაწილს. ამ კონტექსტში, ამ რეგიონის კეთილდღეობა და სტაბილურობა არ შეიძლება განიხილებოდეს დანარჩენი ევროპისგან განცალკევებით. ევროპა არის სრული მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთთან ერთად”, - თქვა კანცლერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)