06:10 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 16:04:06, 1828 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპირებული ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს

ოკუპირებულ ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნეს - ფოტო და ვიდეო ადგილობრივ გამოცემებში გამოქვეყნდა და მათ რუსული მასმედიაც აქვეყნებს.

რუსეთის ხელისუფლება დროშის მოხსნაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, რუსეთის მიერ დანიშნულ ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილო სტრემუსოვმა,მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსული ჯარები შესახლოა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გაიყვანონ. 

სტრემუსოვის თქმით, უკრაინის ჯარების შეტევა ხერსონზე შესაძლებელია მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაძლიერდეს. 

ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში უკრაინულმა ჯარებმა გაათავისუფლეს რამდენიმე უბანი ხერსონის რეგიონის ჩრდილოეთით. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics