13:27 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 14:15:22, 1655 ნახვა

ეკონომიკა
ახალი ბიზნესის რეგისტრაცია „თიბისი“ ფილიალებში უკვე საქართველოს რეგიონებშიც შეგიძლიათ

„თიბისი“ მეწარმეებს, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას სთავაზობს.  უკვე შესაძლებელია კომპანიის დარეგისტრირება საქართველოს შემდეგ ქალაქებში მდებარე „თიბისის“ ფილიალებში: გორი, ბათუმი, ქუთაისი. ხოლო თბილისის 50 ფილიალში კომპანიის რეგისტრაცია 2022 წლის დასაწყისიდან არის შესაძლებელი.  

„თიბისის“ მისიაა გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება, ეს ინიციატივაც სწორედ ამ მისიას ემსახურება. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს ძალიან მარტივ პროცესს - ბანკში ერთი ვიზიტით შესაძლებელი ხდება როგორც ბიზნესის დარეგისტრირება, ისე ანგარიშის გახსნა და სხვა ფინანსური თუ არა ფინანსური ოპერაციების განხორციელება,“ - ვეფხია ლომინაშვილი, „თიბისის“ ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.  

„თიბისის“ ფილიალში მისულ თვითდასაქმებულს თუ კომპანიის წარმომადგენელს, დახვდებათ კვალიფიციური, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნეს გიდი, რომელიც დაეხმარებათ მათ კომპანიის რეგისტრაციაში. გარდა ამისა, ბიზნეს გიდი საბანკო და არა ფინანსურ პროდუქტებსა თუ პროცესებსაც გააცნობს,  რაც მეწარმეებს  საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში დაეხმარებათ.

თუკი აქამდე, მეწარმეების დროის დიდი ნაწილი კომპანიის რეგისტრაციაზე, საოპერაციო პროდუქტებზე, სესხებზე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას ეთმობოდა, ახლა უკვე ამ ფუნქციას ბიზნეს გიდები შეითავსებენ, რომლებმაც „თიბისიში“ სპეციალური გადამზადება გაიარეს. ეს კი მომხმარებელს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics