|
2022-11-03 12:49:24, 1426 ნახვა
მსოფლიო
შვეიცარია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 100 მლნ დოლარს გადარიცხავს
შვეიცარია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 100 მილიონ დოლარს გადარიცხავს. უკრაინული მედია შვეიცარიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დაფინანსება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სასწრაფო რეაბილიტაციის პროექტებს მოიცავს. „უკრაინასა და რეგიონში არსებული ჰუმანიტარული პროექტის გარდა, გამოყოფილია 100 მილიონი შვეიცარიული ფრანკი(დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი). შვეიცარია ეხმარება კომპანიებს ენერგიის წყაროების და სათადარიგო ნაწილების შეძენაში; მონაწილეობს სარკინიგზო დამაგრების სისტემების შეკეთებაში (მძიმე ტვირთის გადასაზიდად, მაგ. როგორიცაა მარცვლეული) და ომისგან ყველაზე მეტად დაზარალებულებს ზამთრისთვის მოსამზადებლად ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. ქვეყანა, გენერატორების, ტუმბოების ან წყლის გამწმენდი ნაგებობების გადაცემით, უკრაინისთვის დამატებით დახმარებასაც გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)