|
2022-11-02 16:00:34, 1137 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს
რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მათ „მიიღეს წერილობითი გარანტიები უკრაინისგან, რომ არ გამოიყენონ მარცვლეულის დერეფანი საბრძოლო მოქმედებებისთვის“. „მარცვლეულის გარიგებაში“ რუსეთის მონაწილეობის აღდგენა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც დაადასტურა. „გაეროს მონაწილეობისა და თურქეთის დახმარების წყალობით, შესაძლებელი გახდა უკრაინისგან საჭირო წერილობითი გარანტიების რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად უკრაინის პორტების გამოუყენებლობის შესახებ“,- აღნიშნულია განცხადებაში. Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პირადად დაურეკა თავის თურქ კოლეგას "ოპერაციების დაწყების გამოცხადებისთვის". შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ გამო, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)