|
2022-11-02 10:04:30, 2469 ნახვა
მსოფლიო
წინასწარი შედეგებით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერის პარტია ლიდერობს
ირსაელში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდი" ლიდერობს. ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით, მემარჯვენე ბლოკს ოპონენტებთან შედარებით მანდატების მცირე უმრავლესობას აქვს. „ჩვენ ახლოს ვართ დიდ გამარჯვებასთან“, - უთხრა ისრაელის ყოფილმა პრემიერმა თავის მხარდამჭერებს. უახლოეს საათებში მოსალოდნელია ოფიციალური შედეგები, რომლებსაც შესაძლოა განსხვავებული შედეგი მოჰყვეს. მისმა მთავარმა კონკურენტმა, ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა იაირ ლაპიდმა თქვა, რომ "არაფერი" ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ბენიამინ ნეთანიაჰუ არის მტკიცე მხარდამჭერი ისრაელის დასახლების მშენებლობის პროექტის დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ოკუპირებულია 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის შემდეგ. იქ დასახლებები საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოდ ითვლება. ის ასევე ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში. აღსანიშნავია, რომ ამ ფორმულას მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობა, მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ში. ყოფილი პრემიერი ასევე ამჟამად სასამართლოში იმყოფება სავარაუდო მოსყიდვის, თაღლითობისა და ნდობის დარღვევისთვის - ბრალდებებს ის კატეგორიულად უარყოფს. ისრაელის ტელევიზიის ეგზიტპოლების მიხედვით, ნეთანიაჰუს ბლოკი 120 ადგილიან ქნესეტში (პარლამენტში) 61 ან 62 ადგილს დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)