02:08 - 22 Oct, 2026
|
2022-11-02 09:56:03, 1162 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „იონჰაპი“ სამხრეთ კორეის სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა სამხრეთ კორეის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ სოკჩოსთან ახლოს ზღვაში ჩავარდა, კიდევ ერთი რაკეტა კი, კუნძულ ულინდონიდან 160 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ საჰაერო თავდასხმის განგაში გამოაცხადა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. ფხენიანის ქმედებები დაგმო იაპონიის ხელისუფლებამ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მზარდ დაძაბულობასთან დაკავშირებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)