|
2022-11-01 17:04:34, 1746 ნახვა
მსოფლიო
შოიგუ - სპეცოპერაციის ზონაში 87 ათასი მობილიზებული გაიგზავნა
საომარი მოქმედებების ზონაში, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 300 ათასი ადამიანიდან 87 ათასი მობილიზებული გაიგზავნა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, მობილიზებულების უკრაინაში გაგზავნა „დამატებითი წვრთნისა და საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ" მოხდა. „დამატებითი წვრთნისა და საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ, 87 000 ადამიანი გაიგზავნა საომარი მოქმედებების რაიონებში“, - განაცხადა შოიგუმ. მისივე თქმით, წვრთნაში ჩართული იყო სამი ათასამდე ინსტრუქტორი, რომლებმაც საბრძოლო გამოცდილება სპეცოპერაციის დროს შეიძინეს. თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 1-ელ ნოემბერს რუსეთში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო, თუმცა უკრაინაში წვევამდელების გაგზავნა არ იგეგმება. ცნობისთვის, რუსეთმა გუშინ, 31 ოქტომბერს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა. პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)