05:05 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 18:41:42, 1787 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთი მოლდოვას საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმისთვის იყენებს

რუსეთი მოლდოვას საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმისთვის იყენებს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

მათივე თქმით, არის კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც უნდა იყოს დოკუმენტირებული და დასავლური საზოგადოებისთვის ნაჩვენები.

​"რუსები უტევენ უკრაინას როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან, იყენებენ მოლდოვას სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიას, მის საჰაერო სივრცეს ტერორისტული თავდასხმებისთვის,ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსები მოლდოვას გავლით უკრაინას, სამხრეთ-დასავლეთით რაკეტებს ესვრიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენას  რუმინეთის საზღვრიდან 5-10 კილომეტრში. ანუ ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი ნატოს ქვეყნების პროვოცირებას ახდენს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics