|
2022-10-31 16:43:46, 1527 ნახვა
მსოფლიო
პუტინი ფაშინიანს - ყარაბაღის კონფლიქტი როდისმე უნდა დასრულდეს, მე ვიცი, რომ თქვენ ამის პოლიტიკური ნება გაქვთ
ყარაბაღის კონფლიქტი როდისმე უნდა დასრულდეს, მე ვიცი, რომ თქვენ ამის პოლიტიკური ნება გაქვთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში სომხეთის პრეზიდენტთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა. რუსული პროპაგანდისტული მედიის "რია ნოვოსტის" ცნობით, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. „ჩვენ ვხედავთ ჩვენი კოლეგების მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ყარაბაღის გარშემო. ეს კონფლიქტი უკვე ათობით წელია გრძელდება, ასე რომ, როდისმე უნდა დასრულდეს, ეთანხმებით ამას? მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება და ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს“, - განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა სოჭის სანატორიუმ „რუსში“ დღეს გაიმართა. დღესვე დაგეგმილია რუსეთ-სომხეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი სამიტი, რომელზეც ლიდერები ყარაბაღში სიტუაციის დარეგულირებაზე იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)