|
2022-10-31 14:42:33, 1724 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით FIABCI – Georgia Prix d’Excellence Awards 2022-ზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, საქართველოში პირველად, უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - „FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022“ 20 გამარჯვებული გამოვლინდა. ღონისძიებას სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსმა“ უმასპინძლა. ასე გამოიყურება გამარჯვებულთა სია, შემდეგ ნომინაციებში:
დაჯილდოების ფარგლებში სპეციალური ჯილდო სამ ნომინაციაში გაიცა. ესენია:
ეროვნულ დონეზე შერჩეული პროექტები ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოავლინეს. გამარჯვებულები მონაწილეობას საერთაშორისო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d”Excellence Awars-ზე მიიღებენ. დაჯილდოებამდე საერთაშორისო კონფერენცია „მწვანე ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქები“ გაიმართა. ღონისძიებაზე უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბნენ. კონფერენციაში მონაწილეობა სფეროს ექსპერტებმა აშშ-დან, ევროპიდან, აზიიდან და ემირატებიდან მიიღეს. ინფორმაციისთვის, FIABCI-Georgia საქმიანი შესაძლებლობების მოძიების, სწავლისა და კონტაქტების დამყარების უნიკალური პლატფორმაა. მისი მიზანია, აღნიშნული ღონისძიებით საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზიციონირდეს, როგორც მაღალი დონის, საინტერესო პროექტების განმავითარებელი ქვეყანა. უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოება მუდმივ ხასიათს მიიღებს და საერთაშორისო კონფერენციასთან ერთად, სხვადასხვა ქალაქებში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)