|
2022-10-31 14:29:17, 1307 ნახვა
მსოფლიო
კულება - რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის, რადგან ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და უკრაინელების მოკვლის სურვილი
ომის ველზე ბრძოლის ნაცვლად, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. როგორც კულებამ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა, რუსეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ მას "ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და უკრაინელების მოკვლის სურვილი". "რუსული რაკეტების კიდევ ერთი პარტია მოხვდა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ომის ველზე ბრძოლის ნაცვლად, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის. ნუ გაამართლებთ ამ თავდასხმებს „პასუხის“ მოწოდებით. რუსეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და უკრაინელების მოკვლის სურვილი", - წერს კულება. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინის ქალაქებზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, ვინიცაში, ჩერკასში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკში. აფეთქებების ხმა დედაქალაქ კიევში დილის 08:00 საათზე გაისმა. როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ენერგეტიკის გარეშე დარჩა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ტუ-95/ტუ-160 სტრატეგიული თვითმფრინავიდან 50-ზე მეტი Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს. მათგან 44 უკრაინამ ჩამოაგდო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)