|
2022-10-31 14:19:45, 1154 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვის ჩრდილოეთით, სოფელ ნასლავჩაში რუსული რაკეტა ჩამოვარდა
მოლდოვის ჩრდილოეთით, ოკნიცას რაიონის სოფელ ნასლავჩაში, რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და უკრაინის საზღვართან დასახლების გარეუბანში ჩამოვარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ნასლავცეში რამდენიმე სახლი დაზიანდა. „უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დღეს დილით მოხდა თავდასხმა უკრაინაში დნესტრის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე, რომელიც მდებარეობს ნასლავჩას კაშხლიდან 10 კმ-ში. რუსეთის თავდასხმა კაშხალს არ შეეხო. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ საფრთხე არ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცავებმა შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად ტერიტორია, სადაც რაკეტა ჩამოვარდა, ლენტით შემოსაზღვრეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ოპერატიული ჯგუფი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)