13:27 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 14:12:04, 1825 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, 55 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 55 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ვადა 3 წელია. ემისია სრულად „თიბისი“ ბანკმა შეიძინა.

აღნიშნული ფინანსური რესურსი EBRD-ისა და ევროკავშირის ერთობლივი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფილია EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის პროგრამით  და ის ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) მდგრადი ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.

ტრანზაქცია მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესების დაფინანსებას იმისთვის, რომ მათ საკუთარი პროდუქტები და სერვისები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გააუმჯობესონ და შედეგად, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობა გააძლიერონ. პროგრამა ასევე აერთიანებს უფასო ტექნიკურ დახმარებასა და საგრანტო კომპონენტს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს გრძელვადიან პარტნიორთან - EBRD-ისთან, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. აღნიშნული ტრანზაქციით EBRD აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას და ხელს უწყობს როგორც ქართული კაპიტალის ბაზრების, ასევე ქვეყნის ბიზნესსექტორის განვითარებას. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ის არ არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაში ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე და ჩვენს კლიენტებს გაცვლითი კურსის რისკებით გამოწვეული პირდაპირი ზემოქმედებისგან იცავს", - მერი ჩაჩანიძე, „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი. 

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყების დღიდან, EBRD-იმ 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტში - ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. აღნიშნული ინვესტიციების 81%, კერძო სექტორშია განხორციელებული.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics