|
2022-10-31 10:55:50, 1208 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლუის ინასიო ლულა და სილვამ ულტრამემარჯვენე მოქმედი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სილვამ ხმების 50.9% მიიღო. როგორც BBC წერს, ეს განსაცვიფრებელი დაბრუნებაა იმ პოლიტიკოსისთვის, რომელმაც 2018 წელს ჩატარებულ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, ციხეში ყოფნის გამო, მონაწილეობა ვერ მიიღო. ლუის ინასიო ლულა და სილვა დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრაზილიური სამშენებლო ფირმისგან ქრთამის მიღებაში ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-თან ხელშეკრულებების სანაცვლოდ. მან ციხეში 580 დღე გაატარა, ნასამართლეობის გაუქმების შემდეგ კი, პოლიტიკურ ბრძოლას დაუბრუნდა. "ისინი ცდილობდნენ ჩემ ცოცხლად დამარხვას და აი, მე აქ ვარ", - ასე დაიწყო ლუის ინასიო ლულა და სილვამ გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლა. აღსანიშნავია, რომ ბოლსონაროსთან დაახლოებულმა დეპუტატებმა კონგრესში უმრავლესობა მოიპოვეს, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოქმედი პრეზიდენტი და მისი პოლიტიკა მკაცრი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდება. ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელიც 77 წლისაა, ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას 2003-2010 წლებში იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)