02:21 - 22 Oct, 2026
|
2022-10-31 09:23:34, 6621 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა
ინდოეთის დასავლეთში მდებარე შტატ გუჯარატში ფეხით მოსიარულეთა დაკიდული ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივი ოფიციალური პირის თქმით, დაღუპულთა უმეტესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შემთხვევისას ხიდი გადატვირთული იყო, რადგან იქ ხალხი დივალის ფესტივალს აღნიშნავდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამხედრო და კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფები. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. შეგახსენებთ, ინდოეთში საფეხმავლო ხიდი, რომლის სარემონტო სამუშაოებიც ერთი კვირის წინ დასრულდა, გუშინ, 30 ოქტომბერს ჩამოინგრა. მდინარე მაჩუზე 230 მ (754 ფუტი) სიმაღლის ხიდი აშენებულია ბრიტანეთის მმართველობის დროს, მე-19 საუკუნეში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)