|
2022-10-30 18:23:42, 1519 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - რაც მეტხანს გააჭიანურებენ, მით უფრო გაუჭირდება უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი კვლავ მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას პროპაგანდისტული გამოცემა Ria Novosti ავრცელებს. ლავროვის თქმით, რუსეთი მზადაა ესაუბროს დასავლეთს, თუკი ის მიმართავს რუსეთის ფედერაციას „რეალისტური წინადადებებით, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობისა და ინტერესების ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე, რომელიც მიზნად ისახავს კომპრომისების პოვნას და ამაში ყველა ქვეყნის ინტერესების დაბალანსებას”. ის ირწმუნება, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში "იყო რამდენიმე ინიციატივა ამერიკელების და ზოგიერთი სხვა დასავლელი კოლეგის მხრიდან, რომლებმაც მოითხოვეს სატელეფონო საუბარი რუსეთის ლიდერთან". ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი საგარეო საქმეთა მინისტრი მას იგივე თხოვნით მიმართავდა და ის ყოველთვის თანხმდებოდა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე დასძინა, რომ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას არასოდეს უთქვამს უარი და არ ამბობს უარს მოლაპარაკებებზე, მაგრამ, სავარაუდოდ, „უკრაინა უარს ამბობს დასავლეთის პირდაპირ ბრძანებაზე". ლავროვის თქმით, "რაც მეტხანს გააჭიანურებენ მოლაპარაკებებს, მით უფრო გაუჭირდება უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკება". ცნიბისთვის, 27 ოქტომბერს, მოსკოვში, ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის პლენარულ სხდომაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც თავს დაესხა უკრაინას და დაარღვია მსოფლიო წესრიგი, თქვა, რომ ადრე თუ გვიან დასავლეთს მოუწევს "თანაბარი საუბრის" დაწყება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)