04:20 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-29 15:59:10, 1893 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ახლა უკრაინასთან ომში დამარცხდეს

მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ახლა უკრაინასთან ომში დამარცხდეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც უკრაინა მოვიპოვებთ გამარჯვებას საკუთარი თავისთვის, ეს ასევე იქნება გამარჯვება სხვა ერებისთვის, რომელთა თავისუფლება პოტენციურად არის საფრთხის ქვეშ. 

"მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ახლა უკრაინასთან ომში დამარცხდეს. როდესაც ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას საკუთარი თავისთვის, ეს ასევე იქნება გამარჯვება სხვა ერებისთვის, რომელთა თავისუფლება პოტენციურად არის საფრთხის ქვეშ. 

სწორედ ახლა და აქ, უკრაინაში წყდება, იქნება თუ არა მსოფლიოს ჩვენი ნაწილი თავისუფალი და დემოკრატიული. საბოლოო ჯამში, ასე გადაწყდება გლობალური დემოკრატიის ბედი. ეს ბედი ჩვენ, თავისუფალმა სამყარომ უნდა გადავწყვიტოთ და არა ტერორისტებმა. მჯერა, რომ ასე იქნება!",- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics